საზოგადოება

„შენგან განსხვავებით, რუსეთის КГБ-ს გენერალ ბიძას არ გაუზრდია გიორგი“ – მირიან ნიკოლაძე სააკაშვილს პასუხობს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა „მოისყიდეს“ და „ამ საქმის ჩაფარცხვა სურთ“, თავად ბიძა მირიან ნიკოლაძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეს ვიღას დაჰკარგვია, ვინმემ ხომ არ იცით?

ეს პოლიტიკური გვამი ეს, „ოცნების“ საფრთხობელობის გარდა, რომ აღარაფერი ფუნქცია აღარ გააჩნია ამ ცხოვრებაში… მალე შენნაირი საფრთხობელა აღარავის დასჭირდება და მიგაბრძანებენ, სადაც ჯერ არს.

სულ „ყიდვა-გაყიდვა“ როგორ ელანდებათ ამ უჯიშოებს ყველაფერში.

შენგან განსხვავებით, რუსეთის КГБ-ს გენერალ ბიძას არ გაუზრდია გიორგი, ქართველმა იურისტმა გაზარდა“, – წერს მირიან ნიკოლაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close