საზოგადოება

შეიძლება ქართული სკოლა ვერ იყოს ისეთივე უსაფრთხო, როგორიც განვითარებული ქვეყნების სასწავლო დაწესებულებები – ნანა გეგეჭკორი

სკრინინგი, დისტანცია, ჰიგიენა, ნიღბის ტარება და ქცევის წესები – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სკოლების გახსნის შემდეგ მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის საჭირო პირობებს ასახელებს:

„კვლევების უმეტესობა აჩვენებს რომ სკოლა არ არის კოვიდ-19-ის პანდემიის მამომძრავებელი ძალა. ერთეული შემთხვევების გარდა არ გვაქვს მონაცემები სკოლების კლასტერებზე. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს კვლევები ძირითადად ევროპული და ამერიკული სკოლების ბაზაზეა ჩატარებული და აქ სასწავლო პროცესი პანდემიური წესებით იმართება.
რამდენად კარგად არის მომზადებული ქართული სკოლები სასწავლო პროცესისთვის პანდემიის პირობებში ამაზე ზუსტი ინფორმაცია სამწუხაროდ ხელმისაწვდომი არ არის. გაითვალისწინეთ, თუ სკრინინგის, დისტანციის, ჰიგიენის, ნიღბის ტარების და ქცევის წესები ზედმიწევნით არ იქნება დაცული, ყოველთვის იარსებებს საშიშროება რომ ქართული სკოლა ვერ იყოს ისეთივე უსაფრთხო როგორიც განვითარებული ქვეყნების სასწავლო დაწესებულებები. ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთან ერთად პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენც, მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს. სახელმწიფოს ნების არ არსებობის შემთხვევაში ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა რომ დავიცვათ ჩვენი შვილები, ოჯახები და გარემო ინფექციის გავრცელებისგან.
რაც მეტი ინფიცირებული გვეყოლება, მით უფრო ადვილი იქნება ვირუსისთვის სახეცვლილება და გაიზრდება ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა.
სამწუხაროდ, უკვე არსებულ ვაქცინებს პრობლემები აქვთ ახალ შტამებთან დაკავშირებით.
თუ ყველამ ერთად არ მოვინდომეთ და არ გამოვიჩინეთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კიდევ დიდხანს მოგვიწევს პანდემიურ რეალობაში ცხოვრება“ – წერს ნანა გეგეჭკორი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close