საზოგადოება

შეიცვალოს სახელი „ხალხის ძალამ“ და დაირქვას „ხალხის სირცხვილი“ – ლომჯარია

“შეიცვალოს სახელი „ხალხის ძალამ“ და დაირქვას „ხალხის სირცხვილი“ – ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოვლისას გააკეთა.

ახლა გვეუბნებიან, თურმე აპირებენ, გაშალონ ფრონტი და იარონ საქართველოს მოქალაქეებთან, დაარწმუნონ, თურმე რა კარგია რუსული კანონი. უკეთესი პროპაგანდა უნდა ვაწარმოოთო. ვერსად ვერ მიხვალთ და სადაც მიხვალთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ტვინი გამოურეცხოთ რუსული პროპაგანდით, ყველგან დაგხვდებათ ხალხის ძალა. ქართველი ხალხის სირცხვილი ხართ თქვენ. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ჩვენ მთელ მსოფლიოს და ევროპას დავანახებთ, როგორი ევროპელები ვართ და როგორ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, რომელზეც დგას ევროპული ერთობა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close