საზოგადოება

შევძლებ ზოგიერთი თქვენგანის დახმარებას – ოჯახის ექიმი მოსახლეობას სატელეფონო კონსულტაციებს სთავაზობს

სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი მიმართვას ავრცელებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ოჯახის ექიმთან დაკავშირება ვერ შეძლეს, დახმარებას სთავაზობს. თამარ ცანავა კოლეგებსაც მოუწოდებს, რომ მოსახლეობას სატელეფონო კონსულტაცია გაუწიონ.

„ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები კოვიდთან დაკავშირებით… გულს მტკენს როცა მესმის, რომ ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, ცხელ ხაზს…
ვფიქრობ შევძლებ ზოგიერთი თქვენგანის დახმარებას თუ არ გაქვთ დროული რეკომენდაციები. ვარ სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი. და 35 წლიანი გამოცდილების მქონე პედიატრი.
იქნებ სხვებმაც მომბაძონ და დავეხმაროთ საჭიროების მქონე პაციენტებს.
სატელეფონო კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დამირეკოთ 599 106629
თუ ვინმეს არ გაქვთ ანგარიში რომ დამირეკოთ, მომწერეთ პირადში და მე გადმოგირეკავთ“ – წერს თამარ ცანავა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close