საზოგადოება

შეეხმიანეთ ჩემ, სულხან მოლაშვილის და სხვა მრავალთა მეუღლეებს და გაიარეთ კონსულტაციები, როგორ აწყნარებდნენ ისინი საკუთარ შვილებს – ფოთის ყოფილი მერი ნიკა გვარამიას ცოლს გამოეხმაურა

“გამოდიან დღეს დაპატიმრებულთა ცოლები და იძახიან – შვილებს რა ვუთხრათ? როგორ დავაწყნაროთ ?
მე გეტყვით როგორ!
შეეხმიანეთ ჩემს მეუღლეს , სულხან მოლაშვილის, დათო მირცხულავას და სხვა მრავალთა მეუღლეებს და გაიარეთ კონსულტაციები , როგორ აწყნარებდნენ ისინი საკუთარ შვილებს ,
მაშინ როდესაც თქვენი სადისტი ქმრები კაიფობდნენ ჩვენი დაჭერებით !
თუმცა მივესალმებოდი , რომ უსამართლო დაჭერები არ იყოს ქვეყანაში ! – წერს დავით ქანთარია, ფოთის ყოფილი მერი.
ინფორმაციისთვის, ნიკა გვარამიას ცოლმა განაცხადა: “ძალიან რთულია, არ ველოდი, გულწრფელად არ ველოდი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, რომ გამაგრნენ, გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება”.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close