პოლიტიკა

“შედეგით თვითკმაყოფილი პოლიტიკური ძალა დამარცხებისთვისაა განწირული”

თვითკრიტიკულობა ყოველთვის უფრო მაღალი შედეგის დადების საშუალებას იძლევა ნებისმიერ სფეროში და არა მხოლოდ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პატია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“, კახა კალაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მან კალაძის თვითკრიტიკულობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითკრიტიკულობა მათი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, როდესაც კახა ასე საუბრობს, იგი უფრო მაღალ შედეგს მიიღებს, არა მხოლოდ არჩევნებში, არამედ თავის საქმიანობაში და ეს ბუნებრივია, მხოლოდ მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ, გუნდში ამას ყოველთვის ვაქცევთ ყურადღებას. თვითკმაყოფილი პოლიტიკური ძალა დამარცხებისთვის განწირულია.

იდეალურები ნამდვილად არ ვართ. გვაქვს მინუსები და პლუსები, გვაქვს შეცდომები და ბევრი პოზიტიური მომენტი. ბუნებრივია, ამ შეცდომებსა და მინუსებზე სულ უნდა ვიმუშაოთ. ამასობაში, პრაქტიკაც და გამოცდილებაც ძალიან დიდი დავაგროვეთ. უკან, იმ შეცდომებში დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებთ. შეცდომების გამოსწორებით, განახლებით, მეტი დინამიკით გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში გამარჯვებას მოიპოვებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close