საზოგადოება

„შანტრაბა, რომელიც იმ საროსკიპოშია შეგროვილი, საჯაროდ მიიღებს პასუხს“ – გოგა ხაინდრავა

“ვახო სანაიამ საჯაროდ შეურაცხყო გაჩეჩილაძეების ოჯახი, მინდა, საჯაროდ ვუპასუხო: ის და მისი შანტრაბა, რომელიც იმ ტელესაროსკიპოშია შეგროვილი, ამაზე პასუხს საჯაროდ მიიღებს”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

ხაინდრავამ ჟურნნალისტ ვახო სანაიას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მიმართა.

„ლანძღვა-გინებასთან დაკავშირებით მინდა, კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო და მივმართო ვახო სანაიას, რომელსაც პრეტენზია გააჩნია იმაზე, რომ ჟურნალისტია. იმას, რომ საროსკიპოს წარმოადგენს და თავადაც როსკიპია, ტელევიზორში ყოველდღე ვხედავთ. გუშინ მან თავის თავს უფლება მისცა და გაჩეჩილაძეების ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. გია და ლევან გაჩეჩილაძეებს დედა აგინა. მან ამ ნაბიჯით ის სივრცე დატოვა, სადაც ცივილური ურთიერთობები არსებობს და შეაბიჯა შეურაცხყოფის სივრცეში. შეურაცხყოფის სივრცეს თავის წესები აქვს. უამრავი ადამიანია, ვინც ეს პირად შურაცხყოფად მიიღო. ამიტომ, ამ ნაბიჯის მერე, ლაპარაკი იმაზე, რომ ჟურნალისტებზე რაღაც ზეწოლა ხდება, დამთავრებულია. მოლოდინი უნდა ჰქონდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ამ შეურაცხყოფის სივრცეში არსებობს. უნდა იცოდეს, რომ ამის შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს უნდა მოერიდოს, ვინც ამ ოჯახს პატივს სცემს, მეგობრად თვლის თავს და ძმებ გაჩეჩილაძეების მშობლებს, დედას ძალიან პატივს სცემს. მან ეს გააკეთა საჯაროდ, შეურაცხყო გაჩეჩილაძეების ოჯახი, მინდა, საჯაროდ ვუპასუხო: ის და მისი შანტრაბა, რომელიც იმ საროსკიპოშია შეგროვილი, საჯაროდ მიიღებს ამაზე პასუხს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, მომღერალი გია გაჩეჩილაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში მონაწილე პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს და აქციებს აანონსებს.

სანაიამ გაჩეჩილაძეს „ფეისბუქში“ უპასუხა.

„უცნობი და ჯაპანა აქციებს გეგმავენ, თურმე, ჩემ წინააღმდეგ თავდამსხმელების გათავისუფლების მოთხოვნით. მაგისტრალებს გადავკეტავთო. თან სანიზე ლაპარაკობენ დაუსრულებლად. ერთი წლის ბავშვს რა სტრესი მიადგა, რა იცის ბავშვმა სტრესიო.
ჯერ ერთი, “უცნობისაც” და ჯაპანასიც, ორივეს დედას შ***ი და მეორეც, ფეხები ვერავის მოჭამოთ ძირში, თქვე ფარჩაკებო“, – დაწერა სანაიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close