პოლიტიკა

ყოჩაღ, „კეზერ“, მაგარი „ჟულიკი“ ხარ – ზარქუა

„კეზერა” მაგრად ეღადავება „ნაცებს“, ყოჩაღ, „კეზერ“, მაგარი „ჟულიკი“ ხარ, მე არ ვიცი, რა კომენტარი უნდა გააკეთო – სად ჭიაბერაშვილი და სად „ნაცმოძრაობა“? „ხაბემ“ იცის?! – მე მგონია, რომ „გუბაზას“ ეკუთვნის თავმჯდომარეობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე ფიქრობს.

„არ ვიცი, რა პროცესთან გვაქვს საქმე, იმდენად ტრაგიკომედიურია, კომენტარიც კი მეუხერხულება. “ხაბემ” იცის თუ უმალავენ ამას?

შიდაპოლიტიკური პროცესი მიდის სავარაუდოდ, გადანაწილება და ეს “კეზერა” რას ამაიმუნებს და ამასხარავებს ამათ, ვერ ვხვდები, მაგრამ ღირსნი არიან. პარტიას, რომელიც დაცლილია პრინციპებისგან, მორალისგან, პატრიოტობისგან, ბუნებრივია, ასე ეხუმრება ალბათ მერე “კეზერასავით” წაგებული ომით გამდიდრებული მინისტრი. ხუმრობა არ ჰქვია ამას, “ღადაობაა”, რა ჭიაბერაშვილი თავმჯდომარედ, “ხაბე” კი, აქტივისტი იყო და გასაგებია, მაგრამ ჭიაბერაშვილის შემოყვანა, მე არ ვიცი… მე მგონია, რომ “გუბაზას” ეკუთვნის თავმჯდომარეობა, ყველაზე დიდი დამცველი “ნაციონალური მოძრაობის” და სააკაშვილის ეგ იყო,”- განაცხადა ზარქუამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close