პოლიტიკა

„ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის ასეთი განცხადებები“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძისა​ და ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულად გამორჩეული, ჩვენი მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები.

მინდა შევუერთდე ბატონ მამუკას პათოსს და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლადმიუღებელი, სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მოვუწოდებ ამ ადამიანსა და მის მეგობრებს, დესტრუქციული ოპოზიციიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი მიუღებელი განცხადებები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, ჩვენი გუნდისა და მთავრობისთვის ამ ადამიანის განცხადებები არაფერს არ ნიშნავს.

მე ამ ადამიანსა და ყველას შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდი არჩეულია ჩვენი მოსახლეობის მიერ. მოსახლეობამ მხარი დაგვიჭირა და გამოგვიცხადა ნდობა და მესამედ მანდატი მოგვანიჭა, რათა ჩვენი ქვეყნის მართვა გავაგრძელოთ. შესაბამისად, არავის აქვს უფლება, რომ მოგვიწოდონ რაღაც ასეთი გაუგებელი, უსამართლო განცხადებებით. ემოციების გარეშე არ შემეძლო ამ მიუღებელი ფაქტის უყურადღებოდ დატოვება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ლიეტუვის სეიმის წევრი საქართველოში 20 თებერვალს ჩამოვიდა. ვიზიტის პირველივე დღეს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. იმავე დღეს, ჟიგიმანტას პავილიონისი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძესაც შეხვდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close