საზოგადოება

ყველა მცდელობა პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ გვარამიას დაპატიმრებს, თავად ამის ინიციატორებს დააზარალებს – ანჯაფარიძე

საზოგადოების ერთ ნაწილში, შესაძლოა, ხელისუფლების მომხრეებშიც, ალბათ, არსებობდა მოლოდინი, რომ ცნობილი შემადგენლობის მიერ აწეული დამუნათება-მუქარის კამპანიის ფონზე, სასამართლო შეშინდებოდა და გვარამიას არ დააპატიმრებდნენ. თუმცა, როგორც ვხედავთ, ასე არ მოხდა.

საზოგადოების ერთ ნაწილში, შესაძლოა, ხელისუფლების მომხრეებშიც, ალბათ, არსებობდა მოლოდინი, რომ ცნობილი შემადგენლობის მიერ აწეული დამუნათება-მუქარის კამპანიის ფონზე, სასამართლო შეშინდებოდა და გვარამიას არ დააპატიმრებდნენ, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას დაპატიმრებას.

როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ყველა მცდელობა, პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ მომხდარი, თავად ამის ინიციატორებს დააზარალებს.

,,საზოგადოების ერთ ნაწილში, შესაძლოა, ხელისუფლების მომხრეებშიც, ალბათ, არსებობდა მოლოდინი, რომ ცნობილი შემადგენლობის მიერ აწეული დამუნათება-მუქარის კამპანიის ფონზე, სასამართლო შეშინდებოდა და გვარამიას არ დააპატიმრებდნენ. თუმცა, როგორც ვხედავთ, ასე არ მოხდა და გვარამია დღეიდან გახდება პატიმარი ჩადენილი და დამტკიცებული დანაშაულის გამო. ყველა მცდელობა პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ ეს ამბავი, თავად ამის ინიციატორებს დააზარალებს“, – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close