პოლიტიკა

ყველა ბანკი ფუნქციონირებს სათანადოდ, სანქციების რეჟიმი არის დაცული, აბსოლუტურად ყველაფერი არის წესრიგში – კობახიძე

ხელოვნური აჟიოტაჟი, რომლის მიზანიც იყო ხელოვნურად, მათ შორის, საფინანსო კუთხით პრობლემების შექმნა, უბრალოდ ჩაუვარდა ოპოზიციას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის ოცნებაა, რომ ჩამოიშალოს ყველაფერი ამ ქვეყანაში.

„სინამდვილეში არაფერი ჩამოშლილა, გუშინდელი აჟიოტაჟის ერთადერთი შედეგი იყო, რომ რამდენიმე მეასედი ერთეულით გაუფასურდა ლარი, თუმცა ლარიც, რა თქმა უნდა, თავის კურსს დაუბრუნდება, ამის მეტი ვერაფერი გაააკეთეს. მათი ოცნება, მიზანი იყო ყველაფრის ჩამოშლა, ვერაფერი ვერ ჩამოშალეს, დაუბრუნდება ეს კურსიც თავის ძველ ნიშნულს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. შეიძლება, ეს ძალიან უნდოდეს ოპოზიციას, მაგრამ არაფერს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ყველა ბანკი ფუნქციონირებს სათანადოდ, სანქციების რეჟიმი არის დაცული, აბსოლუტურად ყველაფერი არის წესრიგში. შესაბამისად, ეს ხელოვნური აჟიოტაჟი, რომლის მიზანიც იყო ხელოვნურად, მათ შორის, საფინანსო კუთხით პრობლემების შექმნა, ჩაუვარდათ უბრალოდ“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close