პოლიტიკა

ყვარელში “ქართულმა ოცნებამ” “ტიტუშკები” მოიყვანა, პოლიცია არხეინად დგას და უყურებს – სამუშია (ვიდეო)

ერთ-ერთი ადამიანი პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელიც მათ აორგანიზებდა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული იყო. ჩემი მოწოდების შემდეგ, ვითომ უნდა მოსულიყვნენ და შემდეგ ნაძვებს ეფარებოდნენ.

„ყვარელში, მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავედით, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ე.წ. ტიტუშკები დაგვახვედრა. მხარდამჭერებს ვერ ვუწოდებ მათ, დაქირავებულმა „ტიტუშკებმა“ ჩვეული ტექსტით დაიწყეს საუბარი, თითქოს ჩვენ ომი გვინდა და ა.შ. პირადი შეურაცხყოფა სურდათ. იქვე იდგა პოლიცია, სანამ არ მივედი და არ მოვუწოდე, რომ ჩართულიყვნენ, საერთოდ არ ერეოდნენ. ერთ-ერთი ადამიანი პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელიც მათ აორგანიზებდა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული იყო. ჩემი მოწოდების შემდეგ, ვითომ უნდა მოსულიყვნენ და შემდეგ ნაძვებს ეფარებოდნენ. ეს ყველაფერი ჩემს „ფეისბუქ“ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას ჩანს. ორკესტრირებულად მოქმედებენ ეს ადამიანები.

ეს არის ხელისუფლების დაკვეთა, მაგრამ „ქართული ოცნების“ არავის ეშინია. ეს პროვოკაცია იყო და ბუნებრივია, ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საერთოდ სამართლებრივ ქმედებას განახორციელებს ვინმე თუ არა, ეს ცალკე საკითხია. ეს არის ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა. ეს ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, როდესაც პოლიცია თავის უფლებამოსილებას არ ახორციელებს. სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა“,-განაცხადა ლევან სამუშიამ.

http://

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close