საზოგადოება

ქუთაისის მერიას არ ყავს არცერთი ტანკი – დათო ლიკლიკაძე

იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესდა რატომ არ გამოიყვანა ქუთაისის მერიამ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე მძიმე სამხედრო ტექნიკა ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„დღეს მთელი დღეა ადამიანთა მცირე ჯგუფი პოსტავს (სადაც წაეწევა) ყველგან- „ქუთაისის ქუჩებში რატომ ვერ ვხედავთ ტანკებსო“. თან ამ ყველაფერში ქალაქს ადანაშაულებენ.
დავიწყოთ იქედან ღმერთმა ნუ მანახოს ქუთაისის ქუჩებში ტანკები (და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ქუჩებში), დავასრულოთ იმით, რომ ქვეყანაში აკრძალულია მასობრივი სანახაობები. სხვაგან რატომ არ არის აკრძალული? არ ვიცი სხვაგან, ქუთაისში ზედმიწევნით სრულდება რეკომენდაციები. გვითხრეს არა, რაც ნიშნავს არას!
და მაინც, ერთი ჩემი ნაცნობი იხევს ტრიკოს, რატო არ გამოიყვანა მერიამ ტანკებიო. ვინც ასე ფიქრობს ერთად მოგროვდით ბარემ და აქ გიპასუხებთ:
-ტანკების არ გამოყვანის 10 მიზეზი გვაქვს.
პირველი- ქუთაისის მერიას არ ყავს არცერთი ტანკი.
დანარჩენი 9 მიზეზის ჩამოთვლას მე მგონი აზრი არა აქვს“ – წერს დათო ლიკლიკაძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close