პოლიტიკა

“ქართულ ოცნებაში” სხვანაირი მენტალიტეტის ხალხია, თვლიან, რომ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება უკან დახევა და სისუსტის ჩვენება – ჯაფარიძე

„ქართული ოცნება“ სააკაშვილის გათავისუფლების ნაბიჯს არ გადადგამს, ვიდრე მეორე მხარეს ანგარიშგასაწევი ძალა არ იქნება, ამას სჭირდება ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობა, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ პოლიტიკურად დევნილია.

„მგონი მოსალოდნელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებდა, მათ შორის არც უცხოელი ექსპერტების დასკვნას. ამაში პრინციპში ახალი არაფერია. სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ არის პოლიტიკურად დევნილი. „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის, რადგან სხვანაირი მენტალიტეტის ხალხია. ისინი თვლიან, რომ ეს იქნება უკან დახევა და სისუსტის ჩვენება, ვიდრე არ იქნება მეორე მხარეს ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც აიძულებს, ეს ნაბიჯი გადადგას. ამ ძალას სჭირდება ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close