პოლიტიკა

„ქართულ ოცნებას“ უნდა ერთი რამ, ავყვეთ პროცესში და ჩვენც დავტოვოთ შარლ მიშელის დოკუმენტი”

„ქართულ ოცნებას“ უნდა ერთი რამ, რომ ჩვენ ავყვეთ პროცესში და ჩვენც დავტოვოთ შარლ მიშელის დოკუმენტი, ამის უფლებას არ მივცემთ, არ ვიღებთ ბატონი კობახიძის განცხადებას ანულირებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ყურით მოგიყვანეს და მოგაწერინეს ხელი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, ბატონ კობახიძეს მივმართავ, ასევე, თქვენივე ხელით მოგაწერინებენ ხელს რიგგარეშე, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. არ გაძლევთ უფლებას, გახვიდეთ შარლ მიშელის დოკუმენტიდან, თქვენ ამას არვინ გეკითხებათ, ეს თქვენი საქმე არ არის, ამ დოკუმენტს ჰყავს თავისი მედიატორები და მათთან ერთად იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, იყო საუბარი ბოიკოტზე და ა.შ. დღეს, „ქართულ ოცნებას“ უნდა ერთი რამ, რომ ჩვენ ავყვეთ პროცესში და ჩვენც დავტოვოთ შარლ მიშელის დოკუმენტი, ამის უფლებას არ მივცემთ, არ ვიღებთ ბატონი კობახიძის განცხადებას ანულირებასთან დაკავშირებით და ეს დოკუმენტი აუცილებლად იქნება ძალაში, დაბრუნდება უკან, რადგან ის არის ჩვენს მიერ ხელმოწერილი. ჩვენთან, არც მედიატორებთან და არც ქართველ ხალხთან არავის შეუთანხმებია დოკუმენტის ანულირება“, – განაცხადა ვაშაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close