პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა 16:00 საათზე დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, პოლიტსაბჭოს წევრები პარტიის შემდგომი განვითარების გეგმებზე იმსჯელებენ.

ვოლსკის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი თემა პარტიის მომავალი თავმჯდომარის არჩევის საკითხიც იქნება.

ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა და პარტია დატოვა. არსებული ინფორმაციით, ივანიშვილს პარტიის ხელმძღვანელის პოზიციაზე ირაკლი კობახიძე შეცვლის.

„ინტერპრესნიუსი“
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close