საზოგადოება

“ქართული ოცნება” ცდილობს “ტვ პირველს”, “მთავარსაც” და “ფორმულას” დააკისრონ სანქციები – უდუმაშვილი

“ტელევიზიების დასანქცირების არაერთი შემთხვევა ყოფილა, მათ შორის სოლიდური და დიდი ჯარიმებით, მხოლოდდამხოლოდ იმ იმედით, რომ ეს ტელევიზიები ვეღარ შეძლებენ ამ ჯარიმების გადახდას და საბოლოო ჯამში დაიხურებიან. ახლაც ზუსტად იგივე მცდელობაა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ სამ ტელევიზიას – “ტვ პირველს”, “მთავარსაც” და “ფორმულას” დააკისრონ სანქციები და ამაზე მეტყველებს ის წერილი, რომელიც მიიღეს ტელევიზიებმა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა ბრძოლაშიც ვართ და კარგად ვათვითცნობიერებთ, ვისთან გვაქვს საქმე. ასე, რომ ეს ნამდვილად არ არის უცხო, რაც დღეს ხდება,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა “პირველებთან”.

არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება” “ტვ პირველის”, “ფორმულას” და “მთავარი არხის” სანქცირებას ითხოვს და მან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უკვე მიმართა ამ მოთხოვნით, მიზეზად კი “შინ ევროპისკენ” ვიდეოკლიპი სახელდება, რომელიც ამ ტელევიზიების ეთერში გავიდა. სარეკლამო რგოლში ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ჩანდნენ, რომლებიც ისმენდნენ და გამოხატავდნენ ბრაზს მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებებზე უკრაინაში მიმდინარე ომსა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close