პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ მზად არის უკრაინაში პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების თითო წარმომადგენელი შევიდეს

„ქართული ოცნება“ მზად არის უკრაინაში პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების თითო წარმომადგენელი შევიდეს. ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„დაახლოებით ერთი საათის წინ გვქონდა საუბარი მე, პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის თავმჯდომარეს. ვისაუბრეთ ამ თემაზე და ჩვენს გუნდში გაკვირვებულები ვართ, რომ რაოდენობამდე დავიდა საკითხი. ამ შემთხვევაში მე მათი აზრიც ვიცი და მაქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეს ვთქვა – თუ რეალურად რაოდენობაზეა ლაპარაკი და ამის გამო ამბობენ უარს, ჩვენ შეგვიძლია მოვუბოდიშოთ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებსაც ასევე უნდათ წამოსვლა (იმ სამი ადამიანის გარდა) და ვუთხრათ ჩვენს ოპოზიციას – რამდენი პოლიტიკური ჯგუფიც ხართ, წამობრძანდით თითო [წარმომადგენელი]“, – განაცხადა მდინარაძემ.

შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტისთის მზადყოფნა გამოთქვა, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთანაც მიმდინარეობდა, თუმცა მხარეები დელეგაციის შემადგენლობაზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ სავარაუდოდ, საქართველოდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება. მოგვიანებით კი „ლელოში“ განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close