Sliderეკონომიკა

ქართული ბანკები თურნავას წინააღმდეგ – “საქართველოს ბანკი”, TBC ბანკი, “ლიბერთი”, “ტერა ბანკი” “ბაზის ბანკი” და “პროკრედიტი” აცხადებენ, რომ  საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ

“საქართველოს ბანკი”, TBC ბანკი, “ლიბერთი”, “ტერა ბანკი” “ბაზის ბანკი” და “პროკრედიტი” აცხადებენ, რომ  საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ.

„ტერაბანკი“ საქმიანობას საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად გააგრძელებს”, – უთხრეს ბანკში bm.ge-ის.

„სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან რომელიც, მათ შორის, მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) მიერ დაწესებულ სანქცირებულ პირთა სიას.

სს ლიბერთი ბანკი ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას და ამავდროულად სს ლიბერთი ბანკს გააჩნია რისკების მართვის შიდა პოლიტიკა და რეგულაციები, რომელიც ითვალისწინებს ბანკის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან შეთანხმებულ ვალდებულებებსა და უფლებებს, რაც თავის მხრივ ზღუდავს მაღალრისკიანი კლიენტების მომსახურებას“, – ნათქვამია „ლიბერთი ბანკის“ განცხადებაში.

ჩვენ, როგორც ევროპული ბანკი და საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით მსგავს საკითხებს და მუდმივად შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება”, – უთხრეს პროკრედიტ ბანკში ბიზნესფორმულას.

ბაზისბანკი წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს ათეულობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად გულისხმობს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნას. ბაზისბანკი იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და  ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში”, – უთხრეს ბანკში bm.ge-ის. 

განცხადებები დილიდანვე გაავრცელეს თი ბი სი-მ და “საქართველომ”.

შეგახსენებთ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშებზე წვდომა 18 სექტემბერს შეზღუდა. ამის შემდეგ, “ოცნებამ” სებ-ი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა, რასაც თურნავას უწყების მხრიდან, ფარცხალაძისთვის გამონაკლისის დაშვება და საბანკო ანგარიშებზე წვდომის აღდგენა მოჰყვა.

მიზეზებზე დღეს ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ისაუბრა და თქვა, რომ სახელს და გვარს არ აქვს მნიშვნელობა და სასამართლოს განაჩენამდე,  საქართველოს მოქალაქისთვის, სანქციების აღსრულება იქნება შეჩერებული.

თურნავას გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა სებ-ის ორი ვიცე-პრეზიდენტი. პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და გიორგი ბაქრაძე დღეს თანამდებობები დატოვეს.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close