საზოგადოება

„ფეიკ-ნიუსების საწინააღმდეგო კანონი გამოუშვით, ფარჩაკებო. ასე უფრო დაიცავთ ჟურნალისტებს“

ინტერნეტგამოცემა For.ge-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„უკაცრავად, მაგრამ, რომელი პროფესიის წარმომადგენელთა გალახვა შეიძლება პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს? ვინც იცის, იქნებ, სია მოგვაწოდოთ, გთხოვთ…

მაგ. შეიძლება თუ არა პურის მცხობელის ცემა მაშინ, როცა ცომს თონეში აკრავს?
ან, შემიძლია თუ არ ვცემო ტაქსისტი მოძრაობის დროს, როდესაც ორ დიპლომზე მელაპარაკება?
შეუძლია თუ არა სტუდენტს ცემოს ლექტორი დაფასთან, აუდიტორიაში?
რა გითხრათ… არ მგონია, რომ ვინმემ ასეთი სია დადოს… და, იქნებ, ისეთი სია დავდოთ, აი, ვისი ცემა შეიძლება, როგორც კი პროფესიული მოვალეობის შესრულებას დაამთავრებს.
მაგალითად, პურის მცხობელის, როგორც კი თონედან თავს ამოყოფს, ან ტაქსისტის, როგორც კი სადარბაზოსთან გააჩერებს ან ლექტორის, როგორც კი ზარი დაირეკება…
მითხარით, ძალიან დამავალებთ.
არ დაიდება ასეთი სია და ამიტომ ჭეშმარიტად გეკითხებით თქვენ:
რატომ უნდა ჰქონდეს ამ მხრივ პრივილეგია 21 წლის გაუნათლებელ გოგონას, რომელსაც პროდიუსერმა მიკროფონი მიაჩეჩა და უთხრა: “წახვალ ახლა, გვირაბთან დადგები და იტყვი, რომ მატარებელი არ შეეტია”.
ჰოდა, მეგობრებო, ასე მგონია, რომ არავის ცემა არ შეიძლება – არც ჟურნალისტის, არც მცხობელის, არც ლექტორის, არც მძღოლის…
ფეიკ-ნიუსების საწინააღმდეგო კანონი გამოუშვით, ფარჩაკებო. ასე უფრო დაიცავთ ჟურნალისტებს.
დადგება ის გოგო გვირაბთან და იტყვის: “შეეტია, ხალხო, შეეეტიააააა” – წერს გია იაკობაშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close