საზოგადოება

“ფასი – ბნელი მომავალი + სავარაუდო 1,5 მილიარდი დოლარი” – ხუხაშვილი ხაზარაძე–ჯაფარიძე–წერეთლის საქმის შესახებ

გამამართლებელი განაჩენი ირიბად ადასტურებს უკანონო დევნას და არბიტრაჟს ხელისუფლება წააგებს. გამამტყუნებელი კი ადასტურებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ და მაღალი ალბათობით ვერც არბიტრაჟს გადაარჩენს

ექსპერტი გია ხუხაშვილი ხაზარაძე–ჯაფარიძე–წერეთლის საქმესთან დაკავშრებით თვლის, რომ სასამართლოს მიერ მათი გამართლების შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწევს იმის მტკიცება, რომ ანაკლიის პროექტი ხაზარაძე–ჯაფარიძის უკანონო დევნის გამო არ ჩაშლილა. ამ საქმეზე განაჩენი სასამართლომ დღეს უნდა გამოაცხადოს.

“განაჩენის ფასია მინიმუმ 1,5 მილიარდი დოლარი.
ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავაში უნდა ამტკიცოს, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლა განაპირობა საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობამ და არა ოპერატორის მიმართ უკანონო დევნის გამო პოტენციური ინვესტორების დაფრთხობამ.

გამამართლებელი განაჩენი ირიბად ადასტურებს უკანონო დევნას და არბიტრაჟს ხელისუფლება წააგებს. ფასი – 1,5 მილიარდი დოლარი.

გამამტყუნებელი კი ადასტურებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ და მაღალი ალბათობით ვერც არბიტრაჟს გადაარჩენს.

ფასი – ბნელი მომავალი + სავარაუდო 1,5 მილიარდი დოლარი.
ასეთ ჩიხში შეიყვანეს თავი და რაც მთავარია, ქვეყანა…“ – გია ხუხაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close