Sliderეკონომიკა

ფასების ზრდა მინიმუმ თებერვლამდე გაგრძელდება

ეროვნული ბანკის დირექტორი ასევე ამბობს, რომ ინფლაციის შემცირებას თებერვლიდან ელოდებიან, თუმცა გამოიწვევს თუ არა ინფლაციის მაჩვენებლის კლება პროდუქტებზე ფასების კლებას ეს ჯერჯერობით უცნობია.

ფასების ზრდა მინიმუმ თებერვლამდე გაგრძელდება.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებელი მინიმუმ იანვრის ბოლომდე 10-11% შორის იმოძრავებს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქტებზე ფასები ძალიან მაღალი იქნება.

ეროვნული ბანკის დირექტორი ასევე ამბობს, რომ ინფლაციის შემცირებას თებერვლიდან ელოდებიან, თუმცა გამოიწვევს თუ არა ინფლაციის მაჩვენებლის კლება პროდუქტებზე ფასების კლებას ეს ჯერჯერობით უცნობია.

პირველი ტალღის შემოსვლა და მიგრაცია რუსეთიდან და ბელორუსიიდნ, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადება, ეს რა თქმა უნდა ახდენს დაწოლას ფასებზე. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ბინებზე ქირა გაიზარდა, რადგანაც მოთხოვნა იყო, ამან უკვე, რა თქმა უნდა 1-1,5%-ით იმოქმედა ინფლაციაზე. წლის ბოლომდე, იანვრის თვეში, ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაცია დაახლოებით იმ დონეზე იქნება, რაც ახლა გვაქვს. წლიურ ინფლაციაზე ვსაუბრობ, რომელიც 10-11% შორის იმოძრავებს. მნიშნელოვან შემცირებას, თუ შევხედავთ წლიურ ჭრილში, ჩვენ თებერვლიდან ველოდებით და შემდეგ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან შემცირებებს, – განაცხადა გვენეტაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close