საზოგადოება

“უწმინდესი ნორმალურადაა, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება” – პატრიარქს ტესტირება არ ჩაუტარდება

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კათოლიკოს-პატრიარქს COVID-19-ზე გამოსაკვლევად ბიოლოგიურ მასალას ხვალ აუღებენ, საპატრიარქო არ ადასტურებს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებს, რომ პატრიარქს კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ აქვს და გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. უწმინდესს ტესტირება ხვალ არ ჩაუტარდება.

“არ არის ეს სიმართლე, უწმინდესი ნორმალურადაა, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამასთან, ცნობილია, რომ 4 იანვარს ილია მეორის დაბადების დღეზე შორენა თეთრუაშვილიც იმყოფებოდა.

წყარო: „პრაიმტაიმი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close