საზოგადოება

უყურადღებობის გამო შვილი გარდამეცვალა – წლინახევრის ბავშვის გარდაცვალებაში მშობლები ექიმებს ადანაშაულებენ

ციციშვილის კლინიკაში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვის მამა შვილის გარდაცვალებაში კლინიკას ადანაშაულებს.

„ნახევარ წელზე მეტია აქ მეწვინა ჩემი მცირეწლოვანი ქალიშვილი, თავდაპირველად ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იწვა. 120 000 ლარი ჩაგვარიცხინეს. გვითხრეს, რომ ოპერაციას სჭირდებოდა. თუმცა მოგვატყუეს. ასე გვატყუებდნენ 6 თვის განმავლობაში იმ მიზეზით, რომ პანდემია იყო. დღეს უყურადღებობის გამო ქალიშვილი გარდამეცვალა. კახა ქაშაბიძეა ყველაფერში დამანაშავე. ის არის ქირურგი, რომელმაც მომატყუა, რომ სპეციალისტი ინდოეთიდან უნდა მოეწვიათ. ჩემი ქალიშვილის მკვლელობაში არის დამნაშავე“, – აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის მამა.

„პრაიმტაიმი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close