პოლიტიკა

უკეთეს შემთხვევაში ალბანურ ვარიანტს მივიღებთ – გრიგოლ ვაშაძე

პირდაპირ სიას გამოგვიწერენ თარიღებით და გვეტყვიან – ეს, ეს და ეს არის გასაკეთებელი, თუ ევროპულ ოჯახში დაბრუნება გნებავთ, როგორც ამას ამდენი წელი ამტკიცებდით. ვინც ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის კანდიდატის სტატუსს არაფერი მოაქვს, ის ადამიანი კინწისკვრით უნდა გააგდოთ და არაფერი ჰკითხოთ, რადგან ყველაფერს თავი რომ დაანებო, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო წვდომას იღებს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებზე, რომელიც ევროკავშირშია

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე ვარაუდობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ალბანური ვარიანტით მიიღებს, სადაც კონკრეტული ვალდებულებები იქნება გაწერილი.

როგორც ჟურნალისტებს ვაშაძემ განუცხადა, თუ ევროპის კავშირი საქართველოს მოქალაქეს და ქართველ ერს შეხედავს, მაშინ საქართველომ ეს სტატუსი უნდა მიიღოს.

„თუ ჩათვლიან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო არ იმსახურებს არანაირ პერსპექტივას, მაშინ უარს გვეტყვიან. ჩემს მოლოდინს გეტყვით – უკეთეს შემთხვევაში ალბანურ ვარიანტს მივიღებთ, როცა პირდაპირ სიას გამოგვიწერენ თარიღებით და გვეტყვიან – ეს, ეს და ეს არის გასაკეთებელი, თუ ევროპულ ოჯახში დაბრუნება გნებავთ, როგორც ამას ამდენი წელი ამტკიცებდით. ვინც ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის კანდიდატის სტატუსს არაფერი მოაქვს, ის ადამიანი კინწისკვრით უნდა გააგდოთ და არაფერი ჰკითხოთ, რადგან ყველაფერს თავი რომ დაანებო, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო წვდომას იღებს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებზე, რომელიც ევროკავშირშია“, – განაცხადა ვაშაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close