საზოგადოება

ტყუილია, თითქოს ჩვენ ვარჩევთ კომპანიებს – კალაძე

ვერც მე, ვერც ჩემი რომელიმე თანამშრომელი ვერ შეარჩევს კომპანიას. კომპანიის შერჩევა ტენდერის საფუძველზე ხდება. მე რომ მქონდეს უფლება თავად მივიღო გადაწყვეტილება, რომელმა კომპანიამ უნდა შეასრულოს სამუშაოები, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას იქმნებოდა. ეს არის 100%-იანი სიმართლე, თუ გაინტერესებთ.

ტყუილია, თითქოს ჩვენ ვარჩევთ კომპანიებს. ვერც მე და ვერც ჩემი რომელიმე თანამშრომელი ვერ შეარჩევს კომპანიას – მე რომ მქონდეს უფლება თავად მივიღო გადაწყვეტილება, რომელმა კომპანიამ უნდა შეასრულოს სამუშაოები, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას იქმნებოდა. ეს არის 100%-იანი სიმართლე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს ნიშნავს, ათეულობით წლების განმავლობაში ხელშეუხებელი კომუნიკაციების სრულად განახლებას, მოწესრიგებას. ძალიან მძიმე მდგომარეობაა კომუნიკაციების კუთხით მთელ ქალაქში. სადაც ვაკეთებთ რეაბილიტაციას გვინდა, რომ ძირეულად იყოს ყველაფერი შეცვლილი. ყველაფერი იცვლება, რა კომუნიკაციების არსებობს მიწის ქვეშ. ასევე, სამწუხარო რეალობაა ის, რომ არავინ, არცერთმა კომპანიამ არ იცის რა მდგომარეობაა მის ნაწილში, იმ კომუნიკაციების თვალსაზრისით, რაც ქალაქში არსებობს. როდესაც შეხედავს ადამიანი, ჩანს, ჩავარდნილი ასფალტები, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ კომუნიკაცია დაზიანებულია, წყლის გაჟონვა მიმდინარეობს, რაც გამორეცხვას იწვევს და საგზაო ნაწილის ჩავარდნას.

როდესაც სამუშაოებს ვიწყებთ, იმაზე მძიმე მდგომარეობა გვხვდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამას თან ემატება არაპროფესიონალი, არაკეთილსინდისიერი კომპანიები, რომლების ტენდერში იღებენ მონაწილეობას. არაერთხელ ყოფილა საუბარი, ტყუილია, თითქოს ჩვენ ვარჩევთ კომპანიებს. ვერც მე, ვერც ჩემი რომელიმე თანამშრომელი ვერ შეარჩევს კომპანიას. კომპანიის შერჩევა ტენდერის საფუძველზე ხდება. მე რომ მქონდეს უფლება თავად მივიღო გადაწყვეტილება, რომელმა კომპანიამ უნდა შეასრულოს სამუშაოები, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას იქმნებოდა. ეს არის 100%-იანი სიმართლე, თუ გაინტერესებთ.

ამ კაკაფონიის ფონზე მოხდა ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, ქეთევან დედოფლის გამზირის განახლება, უამრავი ქუჩის რეაბილიტაცია, ისტორიული უბნების განახლება…მახსოვს, 2017 წელს, როდესაც მოვედი რამდენი პრობლემა იყო…მახსოვს, სამშენებლო მიმართულებით ათასობით დაგროვებული განაცხადი, რომელიც პასუხგაუცემელი რჩებოდა, დღეს, არცერთი ასეთი განაცხადი არ გვაქვს. ყველას თავის ვადებში გაეცემა პასუხი“,-აღნიშნა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close