საზოგადოება
ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია და 112-ზე დარეკვა მოქალაქეებს შეფერხების გარეშე შეუძლიათ
112-ზე დარეკვა მოქალაქეებს შეფერხების გარეშე შეუძლიათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ 112-ში განუცხადა, ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 გაცნობებთ, რომ ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია! 112-ზე დარეკვა შეუფერხებლად არის შესაძლებელი!“- აცხადებენ 112-ში.
ცნობისთვის, გუშინ 112-ზე ტექნიკური ხარვეზის გამო, ზარები შეფერხებით შედიოდა.