პოლიტიკა

სტუმარი სტუმარია და სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს – გიორგი გახარია

ჩვენი მოვალეობაა და ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაიცვას და გაურკვეველ, აბსოლუტურად მოგონილ საფრთხეებზე არ ზრუნავდეს. ჩვენ ვერავინ გვასწავლის სტუმრის მიღებას, სტუმარი ღვთისაა, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს.

ქართველებს სტუმრის მიღებას ვერავინ გვასწავლის, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს – იმ გარემოებებში, რომელშიც დღეს ქვეყანაა, რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმის საკითხი განხილული უნდა იყოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„საერთოდ, ქართველებს სტუმრის მიღებას ვერავინ გვასწავლის, მაგრამ სტუმარი სტუმარია და სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ იმ გარემოებებში, იმ გამოწვევების წინაშე, რომელშიც დღეს ქვეყანაა, რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმის საკითხი უნდა იყოს განხილული. ჩვენ საქართველოში ქვეყნის სტუმრებს უნდა მივესალმოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს.

ეს ყველაფერი თუ არ იქნა დარეგულირებული, გარდა უსაფრთხოების რისკებისა, ხვალ და ზეგ, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ ეკონომიკურ რისკებსაც შეუქმნის. ეს იქნება სამუშაო ადგილების სიმცირე, ეს იქნება სხვადასხვა ბიზნეს სფეროში სხვადასხვა კონკურენციები.

ამიტომ ჩვენი მოვალეობაა და ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაიცვას და გაურკვეველ, აბსოლუტურად მოგონილ საფრთხეებზე არ ზრუნავდეს. ჩვენ ვერავინ გვასწავლის სტუმრის მიღებას, სტუმარი ღვთისაა, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close