საზოგადოება

სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას და “მთავარ არხს” – გია დვალი

სოლიდარობას ვუცხადებ, არანორმალური პოლიტიკური წნეხის ქვეშ მყოფ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, ფორმულას, ტვ პირველს, კავკასიას და დანარჩენებს. ასევე, საქართველოში შეფარებულ რუსულ დევნილ არხებს, როგორიცაა "დოჟდი".

ფიზიკოსი გია დვალი ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება:

“სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას და “მთავარ არხს”. ასევე, არანორმალური პოლიტიკური წნეხის ქვეშ მყოფ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, ფორმულას, ტვ პირველს, კავკასიას და დანარჩენებს. ასევე, საქართველოში შეფარებულ რუსულ დევნილ არხებს, როგორიცაა “დოჟდი”.

გვარამიას საქმე ორგანულად ეწერება მთავრობის საქმეში, დაგვაშოროს ევროპას და დასავლეთს და მიგვაჯაჭვოს პუტინის რუსეთს. ეს ქმედება ასევე წარმოადგენს გამიზნულ დარტყმას კრიტიკულ მომენტში, როცა ევროკავშირი ჩვენს საკითხს იხილავს რათა მაქსიმალური ზიანი მიადგეს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს” – გია დვალი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close