Sliderსაზოგადოება

სპეციალურად ბატონი ივანიშვილისთვის დემონსტრირებას ვუკეთებ ჩემს დიპლომატიურ პასპორტს, 5 წლიან სამთავრობო ვიზას აშშ-ში, მსგავსი ვიზები, მათთვის უკვე მიუღწეველია – დავით არახამია

როდესაც ევროპული სანქციების მე-8 პაკეტი ამოქმედდება, ჩვენ ყველა ვნახავთ, ვის როგორი პასპორტი ექნება და ვინ სად წავა

გამარჯობა, საქართველო! დღეს გადავწყვიტე ვიდეომიმართვის ჩაწერა იმიტომ, რომ რამდენიმედღიანი პაუზა ავიღე, რომ მომესმინა, რა რეაქცია ექნებოდა საქართველოს ხელისუფლებას აგვისტოს ომის წლისთავზე.

მინდოდა მომესმინა, ეყოფოდა თუ არა რომელიმე მათგანს სიმამაცე იმისათვის, რომ დაეგმო აგრესორი საქართველოს გამო მაინც, თუ უკრაინაზე არაფერს ამბობენ, იქნებ, ის მაინც გაეხსენებინათ, რამდენი ბოროტება და სიკვდილი მოუტანა ომმა საქართველოს.

როგორც მოსალოდნელი იყო, არც ერთი საღი  რეაქცია საქართველოს ხელისუფლებისგან არ ყოფილა… იმიტომ რომ შიში აქვთ, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებაზე მუშაობენ. ერთადერთი, რაც ვიპოვე, ქართული მედიასივრცის მონიტორინგი რომ ჩავატარე, ჩემი ინიციატივა  იყო, დეპუტატებისთვის დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევა რომ მოვითხოვე, იმიტომ რომ მეც დეპუტატი ვარ… და ეს დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევის ამბავი გაბუქეს, თითქოს რაღაც სპეცოპერაცია იყო და ასე შემდეგ.

ამიტომ, სპეციალურად ბატონი ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეებისთვის, დემონსტრირებას ვუკეთებ ჩემს დიპლომატიურ პასპორტს, დემონსტრირებას ვუკეთებ 5 წლიან სამთავრობო ვიზას ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ გაიგონ, მსგავსი ვიზები, საბედნიეროდ, მათთვის უკვე მიუღწეველია და უახლოეს პერიოდში, როდესაც ევროპული სანქციების მე-8 პაკეტი ამოქმედდება, ჩვენ ყველა ვნახავთ, ვის როგორი პასპორტი ექნება და ვინ სად წავა – განაცხადა დავით არახამიამ ვიდეომიმართვაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close