Sliderპოლიტიკა

სოფელ ჩხუტელში პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს

ცაგერის რაიონის სოფელ ჩხუტელში, გახარიას პარტიიდან წარდგენილი მერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს. ფაქტი მომხდარია გამთენიის საათებში. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის. ლუგერის ტყვია 9მმ – მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოაციალურ ქსელში ვრცელდება.
“ეს ჩემი ძმის ბესარიონ ბენდელიანის მანქანაა, მერობის კანდიდატის პარტია საქართველოდან ცაგერში, რომელიც ამ დილით სახლის წინ დაცხილეს” – წერს ფეისბუქზე ირმა ბენდელიანი.
“ბესარიონ ბენდელიანი გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას! ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ #საქართველოსთვის მხდალი ტურები ტურებად დარჩებიან, ცაგერში უკვე დამარცხდნენ! ჩვენი სამშობლო უკეთეს აწმყოს და საუკეთესო მომავალს იმსახურებს! შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ახლა გამოჩნდება, პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებთ მხოლოდ, თუ სამართალდამცველები ხართ ?” – წერს სოფიო ხორგუანი. 
ინციოდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ბესარიონ ბენდელიანი სოცქსელში წერდა: ”

გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ დეზინფორმაციას – ტელეკომპანია „იმედის“ მომზადებული სიუჟეტი, თითქოს ცაგერში პარტია „საქართველოსთვის“ მისმა წევრებმა დატოვეს – სიმართლეს არ შეესაბამება!
პირები, რომლებიც ტელეკომპანია იმედმა აჩვენა, რომლებმაც თითქოს პარტია „საქართველოსთვის“ დატოვეს, არც არასოდეს ყოფილან პარტიის წევრები და შესაბამისად ვერც დატოვებენ პარტიას. ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩაწერილი პირები ქართული ოცნების მოქმედი აქტივისტები არიან.
აქამდე ხელისუფლების მხრიდან ჩვენს მხარდამჭერებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობდა ზეწოლა და დაშინება რათა პარტიას გამიჯვნოდნენ და სამწუხაროდ, ასეთი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა, ამჟამად როგორც ჩანს ადამიანებზე ზეწოლითა და დაშინებით ზემოქმედების შესაძლებლობაც ამოწურეს და როცა ასეთი მეთოდებიც აღარ ჭრის, უბრალოდ ტყუილს იგონებენ.
როგორც ჩანს, ტელე იმედის ეთერით სიცრუის გავრცელება სინამდვილეში იმ ფაქტის დაფარვას ემსახურება, რომ ცაგერის საკრებულოში მოქმედმა დეპუტატებმა ოცნებიდან დატოვეს ქართული ოცნება და ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ.
სიცრუე, რომელსაც მონდომებით ავრცელებენ კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენ გუნდს და არწმუნებს ჩვენს მხარდამჭერებს ჩვენ მიერ საქართველოში ცვლილებებისათვის დაწყებული ბრძოლის მნიშვნელობაში და წარმატებაში.
ვერთიანდებით ცაგერისთვის!
ვერთიანდებით საქართველოსთვის!”
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close