პოლიტიკა

სირცხვილი თქვენს თავს, არავინ არაფრად მიგიჩნევთ, შესაბამისად, გაგწევენ ხოლმე გვერდით და როცა მნიშვნელოვანი საკითხებია, პირდაპირ ივანიშვილთან მიდიან – ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას მიმართავს

თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს ჰგონია, ეს წერილი კარგია მათთვის და მათ მდგომარეობას ამსუბუქებს, მაინც და მაინც მათ მაღალ ინტელექტზე არ საუბრობს. „ქართული ოცნება“ წლებია უმტკიცებს საზოგადოებას, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა, დასტურდება, რომ არსადაც არ წასულა, რომ ის მართავს არა მხოლოდ პროცესებს, არამედ მთავარი პროპაგანდისტული კამპანიის მესიჯებსაც

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის წერილში მისი და აშშ-ის ელჩის სეხვედრის დადასტურება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რეალურად, ივანიშვილია ქვეყნის არაფორმალური მმართველი.

„სირცხვილი თქვენს თავს, თქვენ არავინ არაფრად მიგიჩნევთ, შესაბამისად, გაგწევენ ხოლმე გვერდით და როცა მნიშვნელოვანი საკითხებია, პირდაპირ ივანიშვილთან მიდიან. ყველა შემთხვევაში, ეს არის უმძიმესი ამბავი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ და ასევე, თანამდებობის პირებისთვის. ე.ი არც პარლამენტის თავმჯდომარეა ამ ქვეყანაში არაფერი, არც პრემიერ-მინისტრი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სიხარულით აიტაცეს ახლა ეს ამბავი, თქვენთვის ეს ძალიან მძიმე ამბავია ჩემო კარგებო“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“ამ წერილით აზრის ფრაგმენტები შეიკრა და დადასტურდა, რომ მთელი იმ კამპანიის უკან, რომელიც ორკესტრირებულად დაიწყეს „ქართული ოცნების“ სპიკერებმა, შემდეგ ძალიან ეხამუშათ და ამიტომ, 3 ადამიანი გამიჯნეს თავისი პარტიიდან, რომ შემდეგ მათ გაეგრძელებინათ ის რიტორიკა და პროპაგანდა, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე იმ სამეულის უკან დგას ერთი კაცი – ბიძინა ივანიშვილი. მისი მესიჯბოქსიც იყო სწორედ ის რიტორიკა, რითაც კვებავდნენ და აშინებდნენ ქართულ საზოგადოებას ამდენი ხნის განმავლობაში. შიშზე დაფუძნებული მართვის სტილი და ახალი პროპაგანდისტული მესიჯი იყო სწორედ პირდაპირ ივანიშვილის თავში მოხარშული და ივანიშვილისგან მომდინარე. თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს ჰგონია, ეს წერილი კარგია მათთვის და მათ მდგომარეობას ამსუბუქებს, მაინც და მაინც მათ მაღალ ინტელექტზე არ საუბრობს. „ქართული ოცნება“ წლებია უმტკიცებს საზოგადოებას, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა, დასტურდება, რომ არსადაც არ წასულა, რომ ის მართავს არა მხოლოდ პროცესებს, არამედ მთავარი პროპაგანდისტული კამპანიის მესიჯებსაც“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close