პოლიტიკა

„სიმწარენარევი სიხარულია. მინდა მჯეროდეს, მსგავსი სანერვიულო აღარ მოგვეცემა” – კალაძე გახელაძის გათავისუფლების შესახებ

ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა! ერთწლიანი წვალება, ოჯახის, მთელი ქვეყნის ნერვიულობა, მოლაპარაკებები უკან დარჩა. ზაზა სახლში ბრუნდება, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოკუპაცია დროებითია, ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან და ოსებთან ერთად კი, გარდაუვალი და კანონზომიერი.

სიმწარენარევი სიხარულია… მინდა მჯეროდეს, მსგავსი სანერვიულო აღარ მოგვეცემა.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ქვეყანა გვაქვს გასამთლიანებელი!
ოკუპაცია დროებითია, ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან და ოსებთან ერთად კი გარდაუვალი და კანონზომიერი“, – წერს კახა კალაძე.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close