Slider

სიგარეტის გაძვირებით ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტს ვავსებთ? – საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანა გახშირდა

საქართველოში სიგარეტის გაძვირებას ბოლო არ უჩანს. ჩვენთან სიგარეტი მეზობელ ქვეყნებზე 3-ჯერ ძვირია, რაც როგორც წესი, კონტრაბანდის ზრდას იწვევს. რამდენიმე დღის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვიდა თურქეთში ნაწარმოები სიგარეტი „მანჩესტერი“-ს დიდი პარტია, რომელსაც ე.წ. აფხაზური აქციზური მარკები აქვს. საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის ერთი კოლოფი 3.50 ლარად იყიდება.

სოგარეტის კონტრაბანდის ბოლოდროინდელი ზრდა ადასტურებს, რომ ფასის ზრდით მწეველთა რაოდენობის შემცირების ნაცვლად, ადამიანებმა კოტრაბანდული და უხარისხო სიგარეტის მოხმარება გაზარდეს, რაც ნიშნავს, რომ  ბიუჯეტში შენატანი არ გაზრდილა, ხოლო უხარისხო სიგარეტმა შეიძლება ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც შეიწიროს.

ექსპერტების შეფასებით, კონტრაბანდის უმთავრესი მიზეზი სიგარეტზე გადასახადის ზრდაა. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე უკვე შარშან აცხადებდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სხვადასხვა გზით კონტრაბანდულად შემოაქვთ თურქეთში ნაწარმოები სიგარეტი „მანჩესტერი“, რომელსაც ე.წ. აფხაზური აქციზური მარკები აქვს. ამის შედეგად საქართველოს ბიუჯეტი შემოსავალს კარგავს, იმავდროულად კი ფული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველების ჯიბეში მიდის. აფხაზეთის გარდა, კონტრაბანდული სიგარეტი შემოდის სომხეთიდანაც, სადაც ის შედარებით იაფი ღირს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს ფილტრიანი სიგარეტი 31%-ით, უფილტრო კი 30%-ით გაძვირდა. 2015 წლის შემდეგ იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტი ჯამში 130%-ით არის გაძვირებული. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ 2019 წლის აპრილის კვლევით, სიგარეტით უკანონო ვაჭრობა 23%-მდე გაიზარდა; 2018 წლის ნოემბერში ზრდა 14%-მდე იყო, უფრო ადრე, 2017 წლის ნოემბერში კი – მხოლოდ 5%.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close