პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების ჩანაწერში, რომელიც თანამშრომლების გათავისუფლებას ითვალისწინებს, შესაძლოა, გადაიხედოს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც უწყების თანამშრომლების გათავისუფლებას ითვალისწინებს, შესაძლოა, გადაიხედოს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პროექტს მხარი სწორედ ამ დათქმით დაუჭირა.

ცვლილებების პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყების: პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების შექმნას ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტს დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფაა. ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. კანონპროექტის მომხსენებელი განმარტავს, რომ დოკუმენტი საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად მომზადდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close