საზოგადოება

საქართველო ხვალ ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას მიიღებს

სინოფარმის ჩინური ვაქცინა საქართველოში ხვალ ჩამოდის. საუბარია 100 000 ერთეულზე. ამის შესახებ ინფორმაცია მედიასთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დაადასტურა.

„ხვალ საქართველო მიიღებს ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას. ევროპის ქვეყნებში „სინოფარმს“ იყენებს უნგრეთი და აღიარებული უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის პირობა არის +2, +8 გრადუსი. ეს არის ის ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც არის ჩვეულებრივი რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, იგივეა, რაც „ასტრაზენეკასთვის“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია პირველ რიგში და შემდეგ რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. დღემდე „მოდერნას“ ბევრი ქვეყანა იყენებს და არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. გუშინ განახლდა ჯანმო-ს ავტორიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვები არის მითითებული „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „მოდერნა“. ეს სამი დაწინაურებული ვაქცინაა, რომელიც დღეს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, თუმცა ავტორიზაცია ჯანმო-ს მათთვის ჯერ არ მიუცია.

გლობალურად ბაზარზე ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან რთული. ამდენად, ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში. ამდენად, იმ დაშვებით, რომ ავტორიზაციას მიიღებს „სინოფარმი“, ამიტომ შევიძინეთ ეს ვაქცინა აპრილის ბოლომდე. რა თქმა უნდა, ვადევნებთ თვალს და ვაგრძელებთ ჯანმო-სთან კომუნიკაციას, რათა ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა „სინოფარმის “ მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მაშინვე ცნობილი გახდეს. ნამდვილად მნიშვნელოვანია ჯანმო-ს ავტორიზაცია, თუმცა სამართლებრივად, უნგრეთის ავტორიზაცია არის ის პირობა, რაც პასუხისმგებლობის გადაზღვევის საშუალებას გვაძლევს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close