პოლიტიკა

“საქართველო არ არის ვიღაცის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა” – ირაკლი ქადაგიშვილი

უკრაინის დეპუტატი იქნება თუ სახალხო დამცველი, კეთილი ინებოს და შესაბამისი პროცედურებიც გაიაროს

“საქართველო არ არის ვიღაცის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა” – “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას აკრიტიკებს, რომელიც დღეს გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

“საქართველო, ეს არ არის ასე ვთქვათ ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა. უკრაინის დეპუტატი იქნება თუ სახალხო დამცველი, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის ადვილად არ უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ, მან უნდა მიმართოს სახელმწიფოსაც და შესაბამისი პროცედურებიც უნდა გაიაროს და შესაბამისი პატივისცემა უნდა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close