პოლიტიკა

საქართველოში მოსამართლეების „კლანი“ ნერვიულობს, ეს ბატონმა კობახიძემ დაადასტურა – დეკანოიძე

„ბატონი კობახიძის გამოსვლა ძალიან მენიშნა. როგორც ჩანს, საქართველოში მოსამართლეების „კლანი“ ნერვიულობს, ეს ბატონმა კობახიძემ დაადასტურა, რომელიც გამოვიდა და მთელი თავისი გამოსვლა მიუძღვნა იმას, როგორ დაიცვა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმართული უკანონო გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლე. როცა მოსამართლეს ისეთი პროგრამიდან ამოაგდებ, რომელიც პროფესიონალიზმს ზრდის და ადამიანის უფლებებს უსვამს ხაზს, ეს გარკვეულწილად ნერვიულობის საფუძველი არის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოსამართლეებში, „კლანში“ არის სერიოზული განგაში და ახლა ხელისუფლებას სთხოვენ იმას, რომ ხელისუფლებამ ეს მოსამართლეები დაიცვას, ვინაიდან მათ უკანონო გადაწყვეტილებები მიაღებინეს. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მათ შორის მოსამართლე მურუსიძე გაანწესა და რეალურად, ამ მოსამართლეებს ახლა ფიანდაზებს უგებს“, – განაცხადა ხატია  დეკანოიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close