საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 3 მედიკოსია

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გვაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტკიკრიზისული ბიუჯეტის განხილვის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, მათგან სამი მედიკოსია. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები არიან.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 818 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 686 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2902 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 249.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close