საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა და ამდენივე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 943 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 821 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3080 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 242.