საზოგადოება

საქართველოში „კოვიდ-19“-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა – ინფექციონისტი

საქართველოში „კოვიდ-19“-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა განუცხადა.

რევაზ მეჭურჭლიშვილის თქმით, მისთვის უცნობია, ქვეყნის მასშტაბით რამდენი ასეთი შემთხვევაა, მის პრაქტიკაში კი ერთი ასეთი ფაქტი უკვე იყო და დაავადება მსუბუქი ფორმით, სურდოთი და თავის ტკივილით წარიმართა.

ინფექციონისტის განმარტებით, რეინფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ინფექციის ერთხელ გადატანის შემდეგ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ინფექციისგან დაცულები არიან ან მსუბუქად გადაიტანენ, რაც ასე არ არის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close