პოლიტიკა

„საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით გვითხრეს, რომ ცოტა ხნით დაველოდოთ“ – გიორგი გახარია ტურიზმის გახსნაზე

ქვეყნებში, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკება გვქონდა დასრულებული, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, კოლეგებმა ჩვენივე ინტერესებიდან, საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით გვითხრეს, რომ აბა ახლა, ცოტა ხნით დაველოდოთ და ვნახოთ ციფრები როგორი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გადადგმული ნაბიჯები, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, ფრთხილი და გაზომილი ეკონომიკასთან შესაბამისობაში.

„მაგალითად მინდა, მოგიყვანოთ ტურიზმის სექტორი, რომლის სწრაფი აღდგენისთვის ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ. მოგეხსენებათ საქართველო ეპიდემიოლოგიურად და კრიზისის მართვის თვალსაზრისით, ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც და ბევრმა საქართველო როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად გამოაცხადა, თუმცა მთავრობა ამავდროულად აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან. რამდენიმე ქვეყანასთან, რომელთანაც ჩვენ მოლაპარაკება თითქმის დასრულებული გვქონდა, ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, კოლეგებმა  გვითხრეს, რომ აბა ახლა, ცოტა ხნით დაველოდოთ და ვნახოთ ციფრები როგორი იქნება. ბევრი საუბარია მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ წელიწადში, გამოჩენაზე. უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გაზომილი ჩვენ ეკონომიკასთან შესაბამისობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close