Sliderსაზოგადოება

საქართველოს ტერიტორიის 4,1%-ი დავით ხიდაშელს 11 ლარად გადაეცა – “რეფორმების ჯგუფი”

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიწების, ტყეების, იქაური მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, ეს არის ქვეყნის მტრობა და ღალატი. ღალატი გამოიხატება იმაში, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო მთელი რაჭის ტერიტორია ერთ კვ. მეტრში 45$- აეღო საკუთარი პასუხისმგებლობით და ეს ტერიტორიები თავისი ეკოსისტემებით დაეცვა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს 11 ლარად გადასცა".

„რეფორმების ჯგუფის“ წევრების, ხათუნა სამნიძის და თეონა აქუბარდიას, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატის, თამარ კორძაიას ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 49 წლის ვადით, მხოლოდ 11 ლარად გადასცა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორია, რომლის მასშტაბი 104 712 კვ.მ-ია.

როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, მიწების და ტყეების გადაცემა, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, არის ქვეყნის მტრობა და ღალატი.

„წინა დღეებში, მე, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია ვიმყოფებოდით რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე და ვათვალიერებდით იმ ტერიტორიებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გადასცა რუსი ოლიგარქების გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებს 49 წლით სამართავად. ტერიტორიის მასშტაბი არის 104 712 კვ.მ ეს არის საქართველოს ტერიტორიის 4,1%. ეს ტერიტორიები გადაეცა ხიდაშელს, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოს მოქალაქეები, როგორც დავით გარეჯის კონფლიქტის ინიციატორს და შემოქმედს. ასევე, არასანდო პარტნიორს იმიტომ, რომ მან ახტალაში იყიდა ინვესტიციების განხორციელების მიზნით სასტუმრო და ეს ვალდებულებები არ შეუსრულებია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი სამართლებრივი დავა არის სასამართლოშიც და პროკურატურაშიც, თუმცა, დავით ხიდაშელი არის ხელშეუხებელი ადამიანი და არცერთი საკითხი წინ არ დაძრულა იმიტომ, რომ დავობენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, ადგილობრივი მცხოვრებლები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიწების, ტყეების, იქაური მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, ეს არის ქვეყნის მტრობა და ღალატი. ღალატი გამოიხატება იმაში, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო მთელი რაჭის ტერიტორია ერთ კვ. მეტრში 45$- აეღო საკუთარი პასუხისმგებლობით და ეს ტერიტორიები თავისი ეკოსისტემებით დაეცვა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს 11 ლარად გადასცა“, – განაცხადა კორძაიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით, ისინი საკითხის შესწავლას იწყებენ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს არის საგანგაშო ვითარება. მათი შეფასებით, ამ ტერიტორიების გადაცემისას არ მომხდარა უსაფრთხოების თვალსაზრისით საკითხის შესწავლა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება. ამასთან, როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, ასევე არ არის გათვალისწინებული გარემოსდაცვითი საკითხები.

„დაბოლოს, ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ სახელმწიფო არ იძლევა ზუსტ ტერიტორიებს, სად გადის ხიდაშელის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საზღვარი. ჩვენ ეს კოორდინატები არ გვაქვს“, – განაცხადა კორძაიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close