საზოგადოება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გულშემატკივრები სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან ამხნევებენ (ფოტო)

რამდენიმე წუთში დინამო არენაზე საქართველო – ბელორუსის ეროვნული ნაკრებებს შორის ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა დაიწყება.  მატჩი ეპიდემიის გამო ცარიელ ტრიბუნებთან ჩატარდება, მაგრამ ქართველმა გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრები მარტო არ დატოვა.

ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სტადიონზე შესვლისას ქართული სპორტის ქომაგები დახვდნენ და ფოიერვერკებითა და შეძახილებით გაამხნევეს.

იმ შემთხვევაში, თუკი დღეს ბელარუსის ნაკრები დამარცხდება, საქართველოს ნარებს ფინალში თამაშის მიეცემა, ხოლო ფინალის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

თამაშის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება. 19:10 საათზე კი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ საგანგებო გადაცემა დაიწყება, რომლის სტუმრებიც ალექსანდრე ჩივაძე და გიორგი ნემსაძე იქნებიან.

გაბრიელი კამაევი-ს ფოტო.

 

გაბრიელი კამაევი-ს ფოტო.

გაბრიელი კამაევი-ს ფოტო.

საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრები სტადიონის შესასვლელად დახვდნენ

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close