Sliderპოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი  ჩააგდო

მიღებულ გადაწყვეტილებას ჰელსინკის კომისიაც გამოეხმაურა და მისასალმებელი ნაბიჯი უწოდა. 

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი  ჩააგდო. კანონპროექტს მეორე მოსმენის დროს მხოლოდ 1 მომხრე აღმოაჩნდა.

კანონპროექტის ჩაგდებას მხარი დაუჭირა მმართველი გუნდის საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ.

მმართველმა გუნდმა ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო.

მმართველის ძალის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გამოეხმაურა და თქვა, „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გარკვევით თქვა, რომ ერთადერთი არჩევანი საქართველოსთვის არის უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალი“.

ამასთან, გარდა ნედ პრაისისა, მიღებულ გადაწყვეტილებას ჰელსინკის კომისიაც გამოეხმაურა და მისასალმებელი ნაბიჯი უწოდა.

სააგენტო პია

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close