პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა მტკიცედ უნდა უარყოს ის ორი კანონპროექტი, რომელსაც ახლა განიხილავენ – Human Rights Watch

“უცხოური აგენტების კანონი მარგინალიზებას და დისკრედიტაციას მოახდენს დამოუკიდებელი, უცხოური დაფინანსების ჯგუფებისა და მედიის, რომელიც საქართველოს ფართო საზოგადოების ინტერესებს ემსახურება”, – ამის შესახებ განცხადებას Human Rights Watch ავრცელებს.

 

ორგანიზაცია ინიცირებულ ორივე კანონპროექტს აკრიტიკებს და წერს რომ, პარლამენტმა მტკიცედ უნდა უარყოს ორივე.

“საქართველოს პარლამენტმა მტკიცედ უნდა უარყოს ის ორი კანონპროექტი, რომელსაც ახლა განიხილავენ, რომლებზეც ავალდებულებს ინდივიდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროში, როგორც “უცხოური გავლენის აგენტები”, თუ ისინი თავიანთი შემოსავლების მინიმუმ 20%-ს უცხოეთიდან იღებენ”, – წერს ორგანიზაცია. ორგანიზაციის განცხადებით, კანონპროექტი შეუთავსებელია ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობასთან და იმ სტანდარტებთან, რომელიც იცავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close