საზოგადოება

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალმა, სადაც 21 ოქტომბერს თავდასხმა მოხდა, მუშაობა განაახლა

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალმა, სადაც 21 ოქტომბერს თავდასხმა მოხდა, თითქმის ერთკვირიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა.

შენობა 6 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. 22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close