საზოგადოება

საქალაქო სასამართლოსთან, პოლიციელებისა და შეკრებილების დაპირისპირებისას სამართალდამცველი დაშავდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვითარება დაიძაბა. ცოტა ხნის წინ, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ინციდენტის დროს სამართალდამცველი დაშავდა.

სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჟერი აქცია იმართება, სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცველები ცდილობდნენ. რამდენიმე მხარდამჭერმა ღობეზე ასვლა სცადა, ერთ-ერთი პირი კი, დაცვის სამსახურის ჯიხურის სახურავზე ავიდა. ის არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოწოდებას, ჩამოსულიყო ჯიხურიდან, რის შემდეგაც, რამდენიმე პოლიციელმა მისი ჩამოყვანა სცადა. მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ დაუპირისპირდა.

7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დაიწყო. განხილვას თავად ბრალდებულიც ესწრება.

საქმეს სამი მოსამართლე განიხილავს. პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავს.

დილიდან, საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთან, უწყება აფრთხილებს აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close