საზოგადოება

სასწაული, რომელიც მხოლოდ ნათლისღებას ხდება (ვიდეო)

ყო­ვე­ლი წლის 19 იან­ვარს მდი­ნა­რე იორ­და­ნე აღმა იწყებს სვლას. ინ­ტერ­ნეტ­ში სას­წა­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი არა­ერ­თი ვი­დეო ვრცელ­დე­ბა. უფ­ლის ნათ­ლის­ღე­ბის დღეს იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი მდი­ნა­რე იორ­და­ნეს აკურ­თხებს და მას­ში სამ­გზის შთაფ­ლავს ჯვარს. მორ­წმუ­ნე­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ჯვრის მე­სა­მედ შთაფვ­ლი­სას მდი­ნა­რე იორ­და­ნე ჩერ­დე­ბა და რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წყა­ლი სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­დი­ნე­ბა, რო­გორც ეს მოხ­და უფ­ლის მდი­ნა­რე­ში ჩას­ვლის დროს.

ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე და მის წინა დღეს ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში სრულ­დე­ბა წყალ­კურ­თხე­ვა დიდი აიაზ­მის წე­სით და ნა­კურ­თხი წყა­ლი ურიგ­დე­ბათ მორ­წმუ­ნე­ებს. ამ წყალს უფ­ლის მიერ კურ­თხე­უ­ლი იორ­და­ნის მად­ლი ეძ­ლე­ვა და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ იხ­რწნე­ბა.

მორ­წმუ­ნე­ებს მისი მი­ღე­ბა უზ­მო­ზე შე­უძ­ლი­ათ, გან­სა­კუთ­რე­ბით – ავად­მყო­ფო­ბი­სა და გან­საც­დე­ლე­ბის დროს. ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გა­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ში წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ხე­ლი­დან იესო ქრის­ტეს ნათ­ლის­ღე­ბი­სას მას­ზე სუ­ლიწ­მინ­და მტრე­დის სა­ხით გად­მო­ვი­და და თავ­ზე და­ად­გა, ხოლო ზე­ცი­დან ხმა გა­ის­მა: “ეს არის ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, რო­მე­ლიც მე სათ­ნო ვი­ყავ”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close