საზოგადოება

„სამწუხაროდ, ჩვენს რეალობასთან ბევრი პარალელის მოძებნა ხერხდება“ – კულუმბეგოვი აფრიკაში სიკვდილიანობის დონეზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიას აქვეყნებს და კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის მიზეზებს განიხილავს.
„მძიმე კოვიდი მეტად მომაკვდინებელია აფრიკაში ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში“ ამ სათაურით აქვეყნებს ნიუ-იორკ თაიმსი სტატიას. აფრიკაში კრიტიკული პაციენტების სიკვდილობის მაჩვენებელი 48.2%-ია, როცა გლობალურად ის 31.5% -ია. სტატიაში განხილულია ბევრი მიზეზი თუ რა განაპირობებს აღნიშნულს, კერძოდ:
– ინტესიური თერაპიის განყოფილებების დაბალი გამტარუნარიანობა და რესურსების სიმწირე
– პაციენტის ჟანგბადის დონის განსაზღვრის აპარატების ნაკლებობა
– თირკმლის დიალიზის აპარატების ნაკლებობა მძიმე პაციენტებში (იყენებენ მხოლოდ პაციენტების 10% -ში ვისაც ის ჭირდება)
– ECMO-ს არ არსებობა
– პაციენტის პრონაციის (მუცელზე წოლა) მხოლოდ ყოველ მეექვსე პაციენტში გამოყენება
პ.ს. სამწუხაროდ ჩვენს რეალობასთან ბევრი პარალელის მოძებნა ხერხდება“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
Severe Covid Is More Often Fatal in Africa Than in Other Regions
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close